გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ადამიანით ვაჭრობა(ტრეფიკინგი) მონობის თანამედროვე ფორმა
კლასი/საფეხური
მე-9 კლასი, მეორე საფეხური
მოსწავლეთა რაოდენობა/პროფილი
25 , სპეციალური საჭიროების მოსწავლე არ გვყავს
პედაგოგი
მარინა ხულელიძე
მიზანი
ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) პროცესის შესწავლა, უკანონო მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეთა ინფორმირების დონის გამოკვლევა, საქართველოში ტრეფიკინგთან ბრძოლის სისტემის გაცნობა
წინარე ცოდნა
ასოციაციური კავშირების რუკის, გონებრივი იერიშისა და დისკუსიის მეთოდით ვიხსენებთ ადამიანის უფლებებს, პატივსა და ღირსებას, ვადგენთ რა არის ტრეფიკინგი
საკლასო მენეჯმენტი/გაკვეთილის მსვლელობა
ვკითხულობ სიას 2 წუთი; დავალების გამოკითხვა 5 წუთი; კლასს ვაცნობ ახალი მასალის თემას; ვყოფ 5 ჯგუფად 5 წუთი; ვაცნობ ჯგუფებში მუშაობის წესებს 3 წუთი; ჯგუფები კითხულობენ სისხლის სამართლისკოდექსის 143’ მუხლის (თავის ტერმინთა განმარტებით) 5 წუთი; მოსწავლეებიკითხულობენ ისტორიებს, არკვევენ არის ეს თუ არა ტრეფიკინგი? რატომ?ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს 10 წუთი; ვაკრავ სქემას ტრეფიკინგის სამი ფაზის შესახებ და ვაკეთებ კომენტარს 5 წუთი, ვამზადებ პრეზენტაციას ადამიანით ვაჭრობის შესახებ 5 წუთი; ახალი მასალის სისტემაში მოყვანა კითხვების მეშვეობით 5 წუთი.
მისაღწევი შედეგი
ტრეფიკინგის პრობლემის არსში გარკვევა, ტრეფიკინგის რისკის გაცნობიერება, ადამიანით ვაჭრობის, როგორც პიროვნების მიმართ ჩადენილი დანაშაულის, ნიშნების გამოყოფა
რესურსები
დაფა, ცარცი, წიგნი, მარკერი, ფლიპჩარტი, ქაღალდი, ისტორიები, ტრეფიკინგის განმარტება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით.
შეფასება
განმავითარებელი მოსწავლეები აფასებენ მასალას და იმ მეთოდებს, რომლებიც გამოყენებული იქნა დასახული მიზნის მისაღწევად

No comments:

Post a Comment